საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19856

ფაქტი 19856

1898 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ლუკა რაზიკაშვილმა მოითხოვა სამი თუმანი იმ ფულიდან, რომელიც მისთვის უნდა ეძლია გამგეობას ყოველთვიურად და ასევე გამგეობას შესთავაზა შეესყიდათ მისი ნაშრომი „ახუნდი“. გამგეობამ მისი ორივე თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19856; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .