საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19878

ფაქტი 19878

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სასწავლებლისთვის ქართული ენის მასწავლებლის არჩევის შესახებ. გამგეობის განცხადებით ორი პიროვნება: ყიასაშვილი და ევგენია ეგაძე ითხოვდნენ დაენიშნათ მასწავლებლის პოზიციაზე. მათი გადაწყვეტილებით კი ქართული ენის მასწავლებლად პირველ ივნისამდე დანიშნეს ევგენია ეგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19878; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .