საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19921

ფაქტი 19921

1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19921; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .