საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20026

ფაქტი 20026

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიამ, რათა დაასაქმონ ის მასწავლებლად ან აღმზრდელად რომელიმე საზოგადოების სასწავლებელში. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს სთხოვა გ. ბოკერია დაემტკიცებინა აღმზრდელის პოზიციაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20026; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .