საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20046

ფაქტი 20046

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება, რომ საზოგადოების კუთვნილი წიგნებიდან დაიკარგა „დედა ენა“ 415 ცალი და „ბუნების კარი“ 105 ცალი, ასევე მან ისაუბრა წიგნების დაკარგვის მიზეზებზეც. საკითხი გამგეობამ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20046; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .