საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20109

ფაქტი 20109

1911 წლის 10 სექტემბრის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ერთ-ერთი მიწის მესაკუთრე, ცისკარაშვილის ქვრივი, სამუზეუმო კომისიას 2 000 მანეთს, საკუთარ წილს სთხოვდა. კომისიას მისთვის ბეს სახით 550 მანეთი უკვე მიცემული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა და სვიმონ კლდიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20109; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .