საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20156

ფაქტი 20156

1911-1912 წლების იაკობ გოგებაშვილის ანდერძების მიხედვით, პირველი ანდერძის აქტის თანახმად, მოანდერძის ლიტერატურული მემკვიდრეობა – ქართულ და რუსულენოვანი სახელმძღვანელოები, გამოქვეყნებული სტატიები და ხელნაწერები, დაუმთავრებელი წიგნები, ანბანისა და ნახატების კლიშეები, საქართველოს რუკის გამოსახულებიანი ლითოგრაფიული ქვა, ბიბლიოთეკა და თბილისში, ვერის უბანში 1901 წელს შეძენილი 264 კვადრატული საჟენი ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20156; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .