საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20271

ფაქტი 20271

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვალს ბორჯომის განყოფილების საპატიო წევრმა ვლადიმერ ყიფიანმა განცხადება გააკეთა, რომ ბორჯომის განყოფილების საზოგადო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 29 მაისს ადგილი ჰქონდა არასათანადო წესდების შემოღებას, რომლის გამოც მთავარმა განყოფილებამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ბორჯომის განყოფილებას. განმარტება გამგეობამ განიხილა 6 მარტს და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს წესდება, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20271; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .