საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20313

ფაქტი 20313

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვარლამ ცაგურიას, ნესტორ დიდებულიძისა და სხვათა თხოვნა ხალხში გასავრცელებლად წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათ 16 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები იმ პირობით გადაეცემოდათ, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით არ იმუშავებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20313; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .