საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20362

ფაქტი 20362

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ გომარეთის სკოლაში სამი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 58 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლას გააჩნდა საკუთარი შენობა, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა. გამგეობამ სკოლის მამასახლისს მისწერა, რომ საზოგადოებას სასარგებლოდ მიაჩნდა სკოლაში მეორე მასწავლებლის მოწვევა და ასევე სკოლის 2 კლასიანად გადაკეთება, რათა სწავლის საქმე შედარებით კარგად წარმართულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20362; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .