საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2050

ფაქტი 2050

1918 წლის 14 სექტემბრის საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დავით ჩიქოვანის წინადადება, რომლის თანახმადაც ეროვნული საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო უნდა ყოფილიყო. პავლე საყვარელიძეს დაევალა ამ საკითხზე კანონპროექტის შედგენა და მომდევნო სხდომისთვის განსახილველად წარდგენა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2050; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .