საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20502

ფაქტი 20502

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად ილიას ძეგლისთვის მოაჯირის გასაკეთებლად აღრიცხული იყო 730 მანეთი, რომელიც პეტრე მამრაძეს უნდა გადასცემოდა ნაწილ-ნაწილ, იმ პირობით, რომ ბოლოს გამგეობას წარმოუდგენდა დანახარჯის სრულ ანგარიშს. გამგეობის ანგარიშით, პეტრე მამრაძეს უკვე მიღებული ჰქონდა 500 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20502; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .