საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20582

ფაქტი 20582

1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება ზაფხულში სოფლებში სახალხო ლექციების ჩატარების შესახებ. ფუტკრებისა და ცხოველების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანთა კოოპერაციის შესახებ ლექციების წაკითხვა ილია ნაკაშიძეს დაავალეს, ხოლო საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ – ვარლამ ბურჯანაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20582; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .