საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20607

ფაქტი 20607

1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის თხოვნა ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის ანდერძის სისრულეში მოსაყვანად საჭირო ხარჯებისთვის 540 მანეთის დეპეშით გაგზავნის შესახებ. გამგეობის განცხადებით, ყიფშიძის სურვილს იმ პირობით დააკმაყოფილებდნენ, თუ თანხას უკან დააბრუნებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20607; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .