საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20684

ფაქტი 20684

1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წელიწად-ნახევრის წინ ტუაფსეში უფასო წიგნსაცავ-სამკითხველო გაიხსნა. თუმცა სამკითხველოს გახსნის შესახებ ცალკე წერილობითი ნებართვა არ ჰქონდათ და საზოგადოებას სთხოვდნენ დაწვრილებით ცნობებს, რათა მთავრობასთან პრობლემები არ შექმნოდათ. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20684; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .