საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20690

ფაქტი 20690

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განაცხადეს, რომ იაკობ გოგებაშვილმა საზოგადოების სახელით გამოსცა 200 „საარაკო თავგადასავალი ტახტის მემკვიდრისა“, რომლის საფასურსაც, 70 მანეთს, სტამბისა და ქაღალდის ვალის გასასტუმრებლად საზოგადოებას სთხოვდა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს დაავალა მოლაპარაკებოდა ი. გოგებაშვილს, რომ უხერხული ადგილები წიგნიდან ამოეშალათ და შემდეგ გადასცემდნენ 70 მანეთს. თუ ეს პირობა მისთვის მიუღებელი იქნებოდა, წიგნი საზოგადოების სახელით არ გამოეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20690; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .