საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20725

ფაქტი 20725

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა; სხდომაზე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძესა და ალექსანდრე მდივანს იმ პირთა სიის შედგენა დაავალა, რომლებსაც სკოლების რევიზიის ჩატარება შეეძლოთ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20725; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .