საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20769

ფაქტი 20769

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა ანგარიში ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის შესახებ, სადაც ეწერა, რომ ილიასეული სახლ-კარის მიწებს ძველი მეურნეობის წესის მიხედვით ამუშავებდნენ, გარდა ერთი დესეტინა ვენახის მიწისა, სადაც მოიჯარე გლეხებს ვენახი დამყნობილი ამერიკული ვაზის ძირებზე ჰქონდათ ჩარგული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20769; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .