საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20777

ფაქტი 20777

1912 წლის 31 ივლისს თბილისის ნოტარიუსმა, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილმა დაამოწმა განსვენებული იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის ანდერძის ამსრულებელთა მიერ ნაფიცი ვექილის, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელსაც ხელს აწერდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ვალერიან გუნია, სოფრომ მგალობლიშვილი, ანდრია ღულაძე და ნიკოლოზ ლომოური. ნოტარიუსმა №8966 რეესტრის №137 დებულებით დაადასტურა წარმდგენელთა კანონიერი უფლებაუნარიანობა იურიდიული აქტების გაფორმებისა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა.

წელი:
1912
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
იაკობ გოგებაშვილის ანდერძები | 1911-1912

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20777; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .