საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20916

ფაქტი 20916

1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ სანამ ფოტოგრაფიის თანამშრომლებს შეცვლიდნენ, მანამდე მათთვის უნდა გადაეხადათ კუთვნილი ხელფასები. გამგეობამ თანხმობის დასტურად აბრამ ნორდშტეინს გადასცა – 75 მან., ზაქარია ლაბაურს – 25 მან., მბეჭდავ ხუნდაძეს – 30.50 მან., ეკატერინე გძელიშვილს – 20 მან., ნიკა ფიცხელაურს – 10 მან., ბეგოიძეს – 5 მან., ხოლო ვასილ როინაშვილმა უარი განაცხადა ჯამაგირზე, რადგან პასუხს ელოდებოდა ფოტოგრაფიის შესყიდვის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20916; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .