საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21608

ფაქტი 21608

1917 წელს სკოლებში სწავლების გაეროვნულების გამო უნდა შექმნილიყო ნაციონალური სასკოლო საბჭო, რომელსაც პროგრამები, სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ტერმინოლოგია უნდა შეემუშავებინა. ამიტომ 11 სექტემბერს ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის კომისარმა ლევან იასონის ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საბჭოსა და პროგრამების შესაქმნელად პედაგოგებითა და ლიტერატურით დახმარება სთხოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21608; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .