საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21819

ფაქტი 21819

1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას სწერს, სკოლაში წერა-კითხვის გარდა რაიმე ხელობის სწავლების უფლება დაერთოთ. ის ითხოვს ასევე ბავშვების სასწავლებლად 15-20 მანეთს წიგნების ყდის შესაკვრელი და დასაკაზმი იარაღის საყიდლად. მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ იცოდა ეს ხელობა და თანახმა იყო, ესწავლებინა. ასე ბავშვები თავად შესძლებდნენ სასწავლო წიგნების განახლებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21819; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .