საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21867

ფაქტი 21867

1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წითელი არმიის წარმომადგენლის თხოვნა. მას თბილისში ამიერკავკასიის სარევოლუციო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება ჰქონდა დავალებული და სთხოვდა საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხუთ-ხუთ წიგნს საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან. 14 სახელწოდების წიგნი ხუთ-ხუთ ეგზემპლარად 9500 მანეთი ღირდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21867; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .