საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21919

ფაქტი 21919

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომა გაეცნო ეკატერინე გაბაშვილის წინადადებას პირველი მაისისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული მისი მოთხრობების ერთ წიგნად გამოცემის, 6-7 მოზრდილი დაუბეჭდავი მოთხრობისა და 3 საყმაწვილო მოთხრობის ან ერთ ტომად, ან პატარა წიგნებად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობა გაბაშვილის წინადადებას დაეთანხმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21919; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .