საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22257

ფაქტი 22257

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, მეჯვრისხევის სკოლისთვის საჭირო იყო: 15-15 ეგზემპლარი „დედა ენა“, „ბუნების კარი“, სახატავი რვეულები (დახაზული ნიმუშები), ჯუღელის ან უმიკაშვილის წერის დედანი, ლოცვანი, ლაზარე ტურიევის „საღმრთო ისტორია“ და „ლოცვების განმარტება“, 2 ეგზემპლარი ოლ. დიდებულიძის თარგმნილი „არითმეტიკული გამოცანები“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22257; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .