საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22307

ფაქტი 22307

1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ თუ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოება გაუქმდება ან კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების სახეს დაკარგავს, მის მიერ გადმოცემული წიგნსაცავ-მუზეუმი სამუდამოდ თბილისის სახელმწიფო ქართული უნივერსიტეტის განკარგულებაში დარჩება. ხოლო თუ უნივერსიტეტი თავის პირვანდელ სახეს შეიცვლის, წიგნსაცავ-მუზეუმი საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს უნივერსიტეტის მიერ მისთვის გაწეული ხარჯის აუნაზღაურებლად. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22307; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .