საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22311

ფაქტი 22311

1926 წლის 18 იანვარს ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწემ, ოლღა დემურიშვილმა წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვში წასასვლელად ფულადი დახმარება სთხოვა. მისი ცნობით, პირი, ვისთან ერთადაც სურდა გამგზავრება, 25 იანვარს მიდიოდა. დემურიშვილმა საზოგადოებას სთხოვა, პასუხი მანამდე შეეტყობინებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22311; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .