საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22338

ფაქტი 22338

1921 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო დედაბრიშვილის მონაწილეობით განიხილეს თხოვნა მომსახურე პირებისა, რომელთაც რვა დღის განმავლობაში არ ჰქონდათ მიღებული პურის რაციონი, მიეცათ შესაბამისი თანხა ბაზრის ფასების მიხედვით. გამგეობამ დაადგინა, რვა დღის პურისთვის საჭირო თანხა – 20000 მანეთი გაეცა მათზე. ანგარიში საზოგადო წესების მიხედვით უნდა გაესწორებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22338; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .