საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22400

ფაქტი 22400

1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის მოვალეობის აღმსრულებელ შიო დედაბრიშვილის ჯამაგირის დანიშვნის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა კარიჭაშვილის ერთთვიანი შვებულების დროს დედაბრიშვილისთვის იმდენივე გადაეხადათ, რამდენსაც კარიჭაშვილი იღებდა, კერძოდ, 50 000 მანეთი (დადგენილების მიღებაში შ. დედაბრიშვილი არ მონაწილეობდა).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22400; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .