საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22903

ფაქტი 22903

1921 წლის 2 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ განყოფილების მთელი ქონება ადგილობრივ რევკომს გადაეცა. გამგეობამ პრეზიდიუმს ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების კომისარიატთან მოლაპარაკება დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22903; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .