საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22979

ფაქტი 22979

1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი სკოლისათვის ნივთიერი დახმარების შესაძლებლობას. სკოლას მხოლოდ მასწავლებელთა ჯამაგირებზე ყოველთვიურად ესაჭიროებოდა 4 მილიონი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, გაყიდული წიგნების შემოსავლიდან გადაედო კავკავის სკოლისთვის მილიონნახევარი მთელი წლის განმავლობაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22979; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .