საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2312

ფაქტი 2312

მთავრობის დადგენილებით, ფოთის ნავსადგურის ყველა გემის გზათა სამინისტროს გამგეობაში გადასვლის გამო, გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ, 1919 წლის 21 იანვრის N11 განკარგულებით გზატკეცილების უფროსს დაავალა: 1. დაეწყო გემებისა და ქონების დაუყოვნებლივ მიღება; 2. აღეწერა გემების ხარჯთაღრიცხვები; 3. გემების მიღების და გამოუსადეგარი გემების რიცხვის გამორკვევის შემდეგ დაეწყო შეკეთება და მოეგვარებინა მათი მიმოსვლის საკითხი შავ ზღვასა და რიონზე და ა. შ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2312; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .