საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23334

ფაქტი 23334

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სენაკის სკოლის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლის სამზრუველოებს ეკისრათ ვექილობა და აღეძრათ საჩივარი თავადი მინგრელსკის წინააღმდეგ, იმ ადგილის დასამტკიცებლად სადაც მდებარეობდა სენაკის ძველი სკოლა, ამასთანავე სამზრუველოებს არ ჰქონდათ უფლება, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება და რაიმე სახის პირობა წაეყენებინათ მინგრელსკისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23334; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .