საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23428

ფაქტი 23428

1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აკაკი წერეთელმა მოითხოვა მას და წერა-კითხვის საზოგადოებას შორის არსებული უთანხმოების გარკვევა მიენდოთ სამედიატორო სასამართლოსთვის და თავის მხრივ მოსამართლეებად დანიშნა: იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე, შიო ედიშერის ძე დავითაშვილი და კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილი. გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან მას ა. წერეთელთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონდა, მისი წინადადება არ მიეღოთ და ასევე შესთავაზეს მისი ნდობით აღჭურვილი პირისთვის მიენდო თავისი ანგარიშის შემოწმება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23428; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .