საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23465

ფაქტი 23465

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება საზოგადოებას ბევრ დროს ართმევდა, ამიტომ ეს საქმე უნდა გადაებარებინათ თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის. ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა, ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისგან განთავისუფლდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23465; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .