საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23522

ფაქტი 23522

1912 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 15 ნოემბერს გამგეობა სამ სექციად გაიყო: საადმინისტრაციო, სამუზეუმო და სასკოლო. საადმინისტრაციო სექციას შეადგენდნენ: გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სამუზეუმოს – დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და შიო დედაბრიშვილი. სასკოლოს – ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და არჩილ ჯაჯანაშვილი. გამგეობის სექციებად დაყოფამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყვიტეს, გამგეობის წევრთა შორის სხვანაირად გადაენაწილებინათ საქმე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23522; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .