საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23528

ფაქტი 23528

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობამ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ დაადგინა: 1) სტიპენდიის მიმღები დაექვემდებარებოდა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიების შესახებ შემუშავებულ საზოგადო წესებს, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა 1907 წლის 20 დეკემბერს. 2) ანდერძის თანახმად, ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიებზე 1912 წლის განმავლობაში დაიხარჯებოდა 20000 მანეთის სარგებელი, რაც ხარჯგამოკლებით შეადგენდა 918 მანეთს. 3) ნ. ღოღობერიძის სახელობის სტიპენდია დაინიშნებოდა თვეში 25 მანეთი. 4) 918 მანეთის ნაშთი დაემატებოდა მომდევნო წლის სარგებელს და უნდა მოხმარებოდა სტიპენდიების გაზრდას ან ახალი სტიპენდიების დანიშვნას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23528; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .