საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23622

ფაქტი 23622

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 4 თუმანი სკოლის ნივთებისა და სწავლებისთვის საჭირო თვალსაჩინოების შესაძენად, რისთვისაც მათ ცნობის თანახმად გამოყოფილი ჰქონდათ 50 მანეთი, რომლისგანაც დაუხარჯავთ 25.49 მანეთი და დარჩათ 24.51 მანეთი. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23622; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .