საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23784

ფაქტი 23784

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს სახლ-კარის მიწები საზოგადოებას გლეხებისთვის არ უნდა მიეყიდა, რადგან მიწების გაყიდვით მამული დაზარალდებოდა. მამულში გასაყიდი მიწები არ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23784; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .