საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23851

ფაქტი 23851

1912 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვაჟა-ფშაველამ, რომ დახმარებოდნენ 100 მანეთით. გამგეობამ ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ფონდიდან 25 მანეთი გადასცა. თხოვნას თან ერთვის ცნობა, რომ 14 მარტს გამგეობამ ვაჟა-ფშაველას სალიტერატურო ფონდიდან გადასცა 50 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23851; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .