საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 23894

ფაქტი 23894

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში მეორე წელია ეწყობოდა ბიბლიოთეკა (ქართულ-რუსული წიგნებით), რომლითაც არა მხოლოდ ამ სკოლის, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც სარგებლობდნენ. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანაც შესაძლებელი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 23894; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .