საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24083

ფაქტი 24083

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ბორჯომის ხეობაში მყოფი ძველი მონასტრის განმაახლებელმა მღვდელ-მონაზონმა პახოვმა, რომ გაეგზავნათ მისთვის წიგნები და სასწავლო ნივთები სოფელ ტიმოთესუბანში წერა-კითხვის გასავრცელებლად. გამგეობამ მათ 5 მანეთის წიგნები და სასწავლო ნივთები გაუგზავნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24083; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .