საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24462

ფაქტი 24462

1914 წლის 20 აგვისტოს დაბა ცხინვალში გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილის მოწვევით ჩატარდა კრება, რომელსაც 30 პირი დაესწრო. კრების მონაწილენი გაეცნენ ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებასა და საზოგადოების საერთო კრების მითითებებს ცხინვალში საზოგადოების განყოფილების გახსნის თაობაზე. კრებამ დაადგინა, გაეხსნა გორის მაზრის დაბა ცხინვალში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილება შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24462; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .