საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24583

ფაქტი 24583

პარიზის საზავო კონფერენციაზე ყუბანსა და კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ ხუთპუნქტიან სამეგობრო ხელშეკრულებაში ხელმომწერი მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასევე – მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის აუცილებლობას. დედანს ხელს აწერენ: ყუბანის დელეგაციის მხრივ – ლ.ბიჩი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვ. სავიცკი (დელეგაციის წევრი), ა. კულაბახოვი (დელეგაციის წევრი), ა. ნამიტოკოვი (დელეგაციის წევრი); კავკასიელ მთიელთა კავშირის მხრივ – ა. ჩერმოევი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ი. ჰაიდაროვი (დელეგაციის წევრი), ხ.ხაძარაგოვი (დელეგაციის წევრი), ჰ. ბამატი (საგარეო საქმეთა მინისტრი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24583; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .