საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24751

ფაქტი 24751

1918 წლის 10 დეკემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა გენერალ-გუბერნატორს შეატყობინეს, რომ ნავთლუღის რაიონში ბოროტმოქმედება მძვინვარებდა, მე-7, მე-11 ვერსის გადასასვლელის დარაჯები და მე-10 ვერსში მცხოვრები მუშები შეშინებულები იყვნენ, და სთხოვეს, რკინიგზების დამცველი რაზმი გაეძლიერებინათ მუშა-მოსამსახურეთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. წერილს ხელს აწერს ფეოფან კობეშავიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24751; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .