საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24951

ფაქტი 24951

1919 წლის 16 იანვარს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ქალთა მე-6 გიმნაზიის მასწავლებელ კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძეს მიანდობდნენ მე-2 და მე-3 კლასში საქართველოს ისტორიის ორ-ორ გაკვეთილს. მთავარგამგემ სამინისტროს სთხოვა აბულაძე თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24951; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .