საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25073

ფაქტი 25073

1911 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორს შეატყობინა, რომ 1911 წლის სექტემბერში საზოგადოება აპირებდა ქ. თელავში დაწყებითი სკოლის გახსნას. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25073; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .