საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25092

ფაქტი 25092

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებამ მოიწონა ამავე განყოფილების გამგეობის განზრახვა, შეეძინა ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლები, ეზო და წისქვილი. კრებამ გამგეობას დაავალა შუამდგომლობის გაგრძელება, მამულის შეძენის პირობების გარკვევა და ამის შესახებ საგანგებოდ მოწვეული საზოგადო კრებისთვის მოხსენება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25092; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .