საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25105

ფაქტი 25105

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1909 წელს საზოგადოების 55 წევრის საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 165 მანეთი, ხოლო შემოწირულობებიდან – 282 მან. 87 კაპ. სულ შემოსავალმა შეადგინა 447 მან. 87 კაპ. ამ თანხაში შედიოდა 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი, რომელიც თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1908 წლის 24 დეკემბერს. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მეოთხე მუხლის საფუძველზე, 1910 წლის 8 მარტს, თელავის განყოფილებამ ასევე გაუგზავნა მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20%, ე. ი. 357 მანეთისა და 87 კაპიკის 20% – 71 მან. 40 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25105; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .