საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25114

ფაქტი 25114

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს ამცნო, რომ გამგეობამ თავისი წესდების პირველი და ოცდამეხუთე პარაგრაფების საფუძველზე დაადგინა, გაეხსნა ქ. თელავში საზოგადოების განყოფილება. გამგეობამ დოკუმენტს თან დაურთო საზოგადოების წესდება და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქცია. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხალავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25114; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .